ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. გიორგი ჯინჭარაძემ ლაღიძის ქუჩაზე მდებარე ჩასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესახებ მოისმინა.
გიორგი ჯინჭარაძე მათ პრობლემური საკითხების დეტალურად შესწავლასა და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში დროულ რეაგირებას დაჰპირდა.