სტიქია ადიგენში

22 ივლისი 2025, 15:05 205 ნახვა

სტიქია ადიგენში. უხვი ნალექის გამო განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი გომარო და შოყა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ღვარცოფულმა მასამ ერთი სახლი სრულად დაფარა, რამდენიმე კი ნაწილობრივ დაიტბორა.

შედეგად არავინ დაშავებულა, მოქალაქეებმა სახლებიდან გამოსვლა მოახერხეს. შოყაში სტიქიამ ოთხი ოჯახი დააზარალა.

დაზიანებულია ავტომობილები, საგზაო ინფრასტრუქტურა,  საქონლის სადგომები, დახოცილია პირუტყვი და განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ადგილზე მუშაობს სპეცტექნიკა და აწარმოებს გაწმენდით სამუშაოებს. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის, ამასთან, საფრთხეებს აფასებენ გეოლოგები.

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები გაყვანილი არიან უსაფრთხო ადგილზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი