ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო. პროცესის მიმდინარეობას, ჯანდაცვის მინისტრი, გაეცნო.
მიხეილ სარჯველაძემ, მომავალ ექიმებს, გამოცდებსა და მომდევნო პროფესიულ საქმიანობაში, წარმატება უსურვა.
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები 28 ივლისს დასრულდება.
გამოცდებზე 1 592 დიპლომირებული მედიკოსია დარეგისტრირებული, რომლებიც, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, რეზიდენტურის გავლას შეძლებენ.