პროკურატურამ ბათუმში სროლის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

24 ივლისი 2025, 12:19 166 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში, სასტუმრო „ბილიონერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს და ინახავდნენ ცეცხლსასროლ იარაღს, რითაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბათუმში, ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ბილიონერის“ მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად დაზიანდა სასტუმროში შესასვლელი კარის შუშა, გარე ფასადი და უხეშად მოხდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.

"გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7,974 გრ. ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (ფუძე) რაც სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 22 ივლისს დააკავეს, მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ჩადენილი ჯგუფურად), 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა"- განმარტავენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში