საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა 

24 ივლისი 2025, 17:56 156 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქრთამის სახით 300 ლარის აღების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ყალბი ცნობები, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში