თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს

25 ივლისი 2025, 12:05 194 ნახვა

თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, პოლიციამ 17 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რომ დაკავებულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები.

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსახლების პროცესი გუშინ ღამით  დაასრულა. ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ინდივიდუალურად განხორციელდა მისამართზე მყოფი ყველა პირის სოციალური სტატუსისა და საჭიროებების განსაზღვრა.

ათეულობით ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ მისამართზე მუდმივად ცხოვრობდა 39 ოჯახი. მათგან დევნილისა და სოციალურად დაუცველი სტატუსი მქონე პირებმა თბილისის მერიისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა  სამინისტროსაგან მიიღეს დახმარების შეთავაზებები.

გამოსახლების პროცესი მისი დაწყებიდან გადადებული იყო ორჯერ, რითიც მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულებისთვის. საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შენობა-ნაგებობების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ადასტურებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში