ნაეკლესიარის კონსერვაცია პეტრას ციხის ტერიტორიაზე 

25 ივლისი 2025, 14:18 171 ნახვა

პეტრას ციხის ტერიტორიაზე ნაეკლესიარის კონსერვაცია გრძელდება. ამ ეტაპზე ადგილზე სამნავიანი ბაზილიკის საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. 

ციხის აღნიშნულ მონაკვეთზე საკონსერვაციო სამუშაოების ღირებულება 325 ათასი ლარით განისაზღვრა. არქეოლოგიური უბნების რესტავრაცია-კონსერვაციის პირველი ეტაპი 2024 წელს დასრულდა.

პროექტი მოიცავდა აბანოს, ციხის შიდა კედლისა და წყლის რეზერვუარის კონსერვაციას.

პეტრას ციხეზე სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები მიზნად ისახავს არქიტექტურული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შემდგომი დაზიანებების პრევენციას.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში