სასამართლომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და სტუდენტები დამნაშავედ ცნო

25 ივლისი 2025, 14:50 380 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების უნივერსიტეტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების დეკანი და სტუდენტები დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გამოაცხადა. დეკანს სასჯელის სახით 20,000 ლარის გადახდა დაეკისრა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით დამნაშავედ სცნეს ამავე უნივერსიტეტის  სტუდენტები: დავით გვიანიძე, გურამ მიქელაძე და გიორგი დავითაძე.

დავით გვიანიძე - თავდაპირველად დაეკისრა 17,000 ლარი, თუმცა საბოლოოდ გადახდის ოდენობა 15,000 ლარამდე შემცირდა; გიორგი დავითაძე - დაეკისრა 17,000 ლარი, შემცირებით 15,000 ლარამდე; გურამ მიქელაძე - ასევე დაეკისრა 17,000 ლარი, საბოლოოდ გადახდა 15,000 ლარამდე განისაზღვრა.

რაც შეეხება პიანისტ ანრი კაკაბაძეს, რომელიც პატიმრობაში ამ დრომდე რჩება 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, პატიმრობის ვადა 9 სექტემბერს იწურება.

საქმე ეხება ხელოვნების უნივერსიტეტში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირებას, რის გამოც დეკანი და სტუდენტები დააკავეს. პროკურატურა დაკავებულებს ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება.

შეგახსენებთ, რომ დეკანი და სამი სტუდენტი 27 იანვარს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. 

 
 
 
 
 
ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში