თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს

25 ივლისი 2025, 14:09 127 ნახვა

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან, საიდანაც მოქალაქეები გამოასახლეს, კომპანიის წარმომადგენელი მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სურვილის შემთხვევაში, ყველა მოქალაქეს გაესაუბრებიან.

როგორც თვალჭრელიძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები აცხადებს, მას 3 თვეში ქირის სახით მხოლოდ 700 ლარი შესთავაზეს, თუმცა, არავის განუმარტავს, როგორ უნდა იარსებონ მომდევნო თვეების განმავლობაში. მოქალაქეების განცხადებით, გამოსახლებულთა ნაწილმა ღამე ქუჩაში გაათენა. 

თვალჭრელიძის ქუჩაზე, პოლიციამ 17 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რომ დაკავებულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები. თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსახლების პროცესი დაასრულა. ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ვკითხულობთ რომ ინდივიდუალურად განხორციელდა მისამართზე მყოფი ყველა პირის სოციალური სტატუსისა და საჭიროებების განსაზღვრა.

ათეულობით ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ მისამართზე მუდმივად ცხოვრობდა 39 ოჯახი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში