აჭარული ცეკვის მასტერკლასი ანზორ ერქომაშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში. სამი დღის განმავლობაში, განცხადებების საფუძველზე შერჩეულ მონაწილეებს, სწავლება ანსამბლმა „ხელგაშლილა“ ჩაუტარა.
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გამართულ მასტერკლასს 150 მონაწილე ჰყავდა, მათ სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.