ლევან ხორავას პატიმრობა მიესაჯა – "ლელოს" განცხადება

25 ივლისი 2025, 17:19 187 ნახვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი ლევან ხორავა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო.

„ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, ხორავას 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვა.

საქმე ეხება პოლიციის კაპიტნის თეა ლაღაძის სარჩელს, რომელიც ირწმუნება, რომ 27 მაისს, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლუკა ნაცვლიშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სადაც ლაღაძე საქმის გამომძიებელი იყო, ხორავამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ფაქტთან დაკავშირებით, პარტია "ლელოს" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც ლევან ხორავას დაკავებას პოლიტიკური დევნა და  უკანონო გადაწყვეტილება უწოდეს. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში