ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
წელს უნივერსიტეტი ათასზე მეტმა სამაგისტრო, საბაკალავრო და პროფესიული სწავლების პროგრამების სტუდენტმა დაასრულა. ღონისძიებაზე წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვეს.
გაიმართა საზეიმო კონცერტი, საღამო კი ტრადიციულად ფოიერვერკით დასრულდა.
უნივერსიტეტის ეზოში განთავსებული იყო სპეციალური ფოტო კუთხეები, გამოშვების დეკორატიული და ტექნიკური მხარე ღონისძიებებისა და მართვის კომპანია „ბეტა ივენთმა“ უზრუნველყო.