,,მოხერხებული ბაყაყი ჩიკო’’ - სპექტაკლით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის 88-ე თეატრალური სეზონი დაიხურა.
ეზოპეს იგავ-არაკების მიხედვით სპექტაკლი რეჟისორებმა ნინო დავითაშვილმა და ვლადიმერ ბიბილეიშვილმა დადგეს.
სპექტაკლი მაყურებელს ესაუბრება ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: სიმამაცე, თავდადება, გონიერება, განათლება, მეგობრობა და მოხერხება.
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ახალი თეატრალური სეზონი სექტემბერში დაიწყება.