“არითმიის დღე ბათუმში” - კონფერენციაზე მედიკოსები ქართულ და ევროპულ გამოცდილებას გაეცნენ. კონფერენცია პირველად ჩატარდა და მასში ევროპელ სპეციალისტებთან ერთად ბათუმის სამედიცინო ცენტრის ექიმები მონაწილეობდნენ, კონფერენციას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების მედიკოსები დაესწრნენ. მათ შვეიცარიელმა არითმოლოგმა მარკ ციმერმანმა კათეტერული აბლაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სამედიცინო კონფერენცია ბათუმის სამედიცინო ცენტრის ინიციატივით გაიმართა. მისი მიზანი არითმიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე სამედიცინო მიმართულებით არსებული სიახლეების გაცნობა იყო.