ლიეტუვამ საქართველოს კიდევ ათ მოქალაქეს სავიზო სანქციები დაუწესა. მათ ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სანქცირებულ პირებს შორის არიან: ნინო გალუსტაშვილი, ჯვებე ნაჭყებია, ირაკლი შვანგირაძე, ვიქტორ მეტრეველი, მარი მეშველიანი, ნათია ტატიაშვილი, სულხან თამაზაშვილი, მარიამ ლაშხი, ნინო წილოსანი, რაჟდენ კუპრაშვილი.