საქართველოში ღვიძლის 1-ელი წარმატებული ტრანსპლანტაციიდან 10 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ღვიძლის ტრანსპლანტაციაში მიღწეულ შედეგებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. ღონისძიებას ტრანსპლანტირებული პაციენტებიც ესწრებოდნენ. აჭარაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს. გაიხსნა ბელგიელი ტრანსპლანტოლოგის პრეფესორ იან ლერუტის სახელობის სივრცე. 2016 წლიდან დღემდე მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 50-ზე მეტ პაციენტს ჩაუტარდა.