ჩინეთში წყალდიდობას ებრძვიან, პეკინში სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა

29 ივლისი 2025, 09:54 97 ნახვა

ჩინეთში წყალდიდობას ებრძვიან. პეკინში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანია დაღუპული.

როგორც უცხოური მედია წერს, ამ დროისთვის ევაკუირებულია 80 000 ადამიანი, რადგან სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ სტიქიის განმეორების შესაძლებლობა კვლავ არსებობს.

ძლიერი წვიმების შედეგად, გზები და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, ხოლო 136 სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ქვეყნის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა მასშტაბური სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დაწყების ბრძანება გასცა, რათა თავიდან იქნას აცილებული მსხვერპლის რაოდენობის ზრდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში