ქართულ კულინარიას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გასტრონომიულ ფესტივალზე გაეცნენ

29 ივლისი 2025, 10:20 125 ნახვა

ქართულ კულინარიას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გასტრონომიულ ფესტივალზე გაეცნენ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე უკვე მეორედ წარდგა. გამოფენას დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ფესტივალში მონაწილეობდა ღვინის ეროვნული სააგენტო.

The National Geographic Traveller Food Festival-ზე შეფ-მზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა ყველის ვარიაციები, ხინკალი, ლობიანი და სხვა კერძები წარადგინა, ხოლო შეფ-მზარეულმა ვახტანგ გობეჯიშვილმა ფესტივალის მონაწილეებს ხაჭაპური და გებჟალია გააცნო. ქართველმა შეფ-მზარეულებმა ფესტივალზე ერთობლივად მომზადებული კერძებიც წარადგინეს.

The National Geographic Traveller Food Festival-ზე ქართული კერძებისა და ღვინის მასტერკლასები ჩატარდა.

გასტრო ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 6 000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში