საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია ჩხუტუნეთის ციხეზე

29 ივლისი 2025, 14:51 269 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩხუტუნეთის ციხის ტერიტორიაზე საერთაშორისო არქეოლოგიური  ექსპედიცია  გრძელდება. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან 14  არქეოლოგი და სტუდენტი  მონაწილეობს.

პროექტის მიზანია ჩხუტუნეთის ციხესიმაგრის არქეოლოგიური კვლევა, მისი როლისა და დანიშნულების განსაზღვრა. ამ ეტაპზე უკვე შეისწავლეს კოშკის შიდა ტერიტორია. კოშკის მიმდებარედ აღმოჩენილია რეზერვუარის, გვირაბის, თონისა და ქვევრების ნაშთები, ასევე  შუა საუკუნეებისა და ოსმალური პერიოდისთვის დამახასიათებელი არტეფაქტები.

პროექტი ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და აშშ-ის სიეტლის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ხელვაჩაურის მერიის მხარდაჭერით  ორი  წელია  ხორციელდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში