აქციებზე დაკავებულების უარი შეწყალების შეთავაზებას

29 ივლისი 2025, 14:55 143 ნახვა

საპროტესტო აქციაზე დაკავებულების უარი პრეზიდენტის შეთავაზებას- ონისე ცხადაძე, ანდრო ჭიჭინაძე, გიორგი ტერიშვილი, ჯანოი არჩანია და სხვა დაკავებულები აცხადებენ რომ  მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას და ბოდიშის მოხდას არ აპირებენ.

ამის შესახებ მათ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადეს. ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აქვე გეტყვით რომ არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში