გეკა გელაძე, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, 2022 წელს გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა

29 ივლისი 2025, 15:13 182 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, 2022 წელს გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პარაკლისს ასევე, დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მეხანძრე-მაშველები, სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები.

ტრაგიკული შემთხვევა 2022 წლის, 29 ივლისს გუდაურთან მოხდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი 8 ადამიანი – შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები დაიღუპნენ“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში