არქეოლოგიური სამუშაობი და ახალი აღმოჩენები მახვილაურში

30 ივლისი 2025, 11:37 205 ნახვა

მახვილაურში არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა. საკვლევ ტერიტორიაზე ნეოლითის, გვიანბრინჯაო-ადრერკინისა და ანტიკური ხანის კულტურული ფენების კვლევა მიმდინარეობს. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოიკვეთა რიყის ქვებისგან შექმნილი ქვაყრილი, რაც სპეციალისტებს აძლევს ვარაუდის საშუალებას რომ სახლის საყრდენი ბოძების ადგილები იპოვეს. ასევე ნაპოვნია ლითონისა და ანტიკური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები, ნეოლითური ხანის ქვისგან დამზადებული  საბრძოლო, მიწათმოქმედების  და თევზჭერისთვის საჭირო იარაღები. ნაპოვნია წინაანტიკური ხანის სამარხიც. ექსპედიციის ჯგუფის მიერ აღმოჩენილი ექსპონატების თარიღების დადგენა ნიმუშებზე ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ გახდება შესაძლებელი. არქეოლოგიურ სამუშაოებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აფინანსებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში