კერამისკის სიმპოზიუმი ბრილი-არტი

31 ივლისი 2025, 17:53 207 ნახვა

კერამიკის სიმპოზიუმი “ბრილი-არტის“ დასკვნითი გამოფენა გაიმართა ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში. გამოფენაზე ქართველი კერამიკოსების არტ ნამუშევრებთან ერთად ადგილობრივი თიხის კვლევის ნიმუშები იყო წარმოდგენილი.

“ბრილი-არტი“  სოციალური საწარმოა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში სოფელ ბრილში თიხის რესურსის გამოყენებით ქმნის საგანმანათლებლო, შემოქმედებით და ტურისტულ პროგრამებს. კერამიკული სიმპოზიუმი 15 ივლისს გაიხსნა და ორ კვირას გაგრძელდა.  პროექტის ავტორი კერამიკის დიზაინერი ლია კასპელაშვილია, რომლისთვისაც ეს მეორე სოციალური საწარმოა. პროექტის მხარდამჭერი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი