ინტერნეტ მომსახურების სიჩქარე-მსოფლიო ბანკის კვლევა

01 აგვისტო 2025, 11:50 137 ნახვა

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, მიუხედავად ბოლო წლებში დაფიქსირებული პროგრესისა, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის დაბალი სიჩქარე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ანალიზის შედეგები მსოფლიო ბანკის ციფრული განვითარების სპეციალისტმა,  სინგჰ სანდუმ, სახელმწიფოსა და ტელეკომ სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წარადგინა.
მსოფლიო ბანკის სპეციალისტის შეფასებით,  პრობლემის გადასაჭრელად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, რასაც საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, „ოუფენ ნეტის“ მიერ აშენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ზონებში ინტერნეტის სიჩქარეების ზრდის ტენდენცია მოწმობს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი