ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე ანაკლიის პორტის საქმეზე. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო იყო მართალი. მთავრობის მეთაურის თქმით, ნაცვლად ინვესტორის მოძიებისა, ხაზარაძე-ჯაფარიძემ დაიწყეს სახელმწიფოსთან დავა და სცადეს ხალხის ფულის უსამართლოდ მითვისება.