ერთ საათში კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი გაიმართება. შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.
ადვოკატები სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავენ. პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები შეკრებას და საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავენ.
გამოძიება გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, 12 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს დააკავეს. მედია მენეჯერს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება.