ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერები აქციას მართავენ.
შეკრებილები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, ჟურნალისტი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
დღევანდელ აქციას შეურთდნენ თბილისში, სხვადასხვა აქციაზე დაკავებული პირების მშობლებიც.
მზია ამაღლობელს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, აღნიშნულ საქმეზე დღეს დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან დიპლომატები ევროკავშირის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, შვედეთისა და პოლონეთის საელჩოებიდან. ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.