„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნით სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას ისმენს.
მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს წინაშე წარმოთქმული დასკვნითი სიტყვისას აღნიშნა, რომ ბრალდება ამ პროცესზე ირაკლი დგებუაძის პირად ადვოკატად იქცა. მისი თქმით, მოწმეებმა სასამართლო სხდომებზე იცრუეს.
პროცესს ესწრებიან ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლები, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები, ასევე ესწრებიან აქციებზე დაკავებული პირების მშობლებიც და სალომე ზურაბიშვილი.