დასკვნითი სასამართლო პროცესი მზია ამაღლობელის საქმეზე

01 აგვისტო 2025, 20:01 178 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი. მან საკუთარი სიტყვა მზია ამაღლობელზე, როგორც პიროვნებასა და  პროფესიონალზე საუბრით დაიწყო. 

ადვოკატმა თავის სიტყვაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებს, მისი თქმით, ისინი „მიზანმიმართულად“ საუბრობენ მზია ამაღლობელის “დანაშაულზე”. 

რაც შეეხება ბრალდების მოწმეებს, ამბობს, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები გადაკოპირებულია, ხოლო გამოძიება ისე დაიწყო და დასრულდა, რომ გამომძიებლები არ უნახავს. მაია მწარიაშვილი დასკვნით სიტყვაში საუბრობს ბრალდების და გამომძიებლების არაკეთილსინდისიერებაზეც და კონკრეტულ მაგალითზე მიუთითა. მისი თქმით, მოწმეებმა სასამართლო სხდომებზე იცრუეს.

პროცესს ესწრებიან ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლები, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები, ასევე ესწრებიან აქციებზე დაკავებული პირების მშობლებიც და სალომე ზურაბიშვილი. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი