ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ნუგზარ ერგემლიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიება "მუსიკალური ბათუმი 2025" პროექტის ფარგლებში შედგა. კონცერტზე ქართველი მხატვრის, მუსიკოსის, კომპოზიტორის, მომღერლისა და პოეტის – შემოქმედება, ავტორთან ერთად, მისმა კოლეგებმა, მეგობრებმა და ადგილობრივმა სოლო მომღერლებმა წარმოადგინეს.
საღამოზე ნუგზარ ერგემლიძეს კულტურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელი გადაეცა.
პროექტი „მუსიკალური ბათუმი 2025“ - მთელი წლის განმავლობაში აერთიანებს სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებას და მიზნად ისახავს რეგიონის კულტურული პოტენციალისა და ტრადიციების წარმოჩენა-პოპულარიზაციას.