ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ იმართება. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები: საბავშვო და სპორტული აქტივობები, კვების სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპეციალური ინსტალაციები და ფოტოზონები, საზაფხულო ატრაქციები და დეკორაციები.
შუამთობის დღესასწაულს ესწრება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც.