ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვიანი ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა გორის ციხეზე სამხედრო ფიცი დადეს.
ფიცის დადების შემდეგ, ახალწვეულებმა ჯარისკაცის მრწამსი წარმოთქვეს. საზეიმო ცერემონიას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.