თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ბალახსა და ხეებს გაუჩნდა.
ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.