პროექტი „ჯარის ბანაკი“ მეშვიდე როტაციას მასპინძლობს

03 აგვისტო 2025, 10:31 100 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჯარის ბანაკი“ მეშვიდე როტაციას მასპინძლობს. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლასა და კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები იმყოფებიან. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მოსწავლეების დღის წესრიგი მათზე მორგებული საინტერესო აქტივობებით არის დატვირთული.

„პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, სამედიცინო და საინჟინრო სწავლებებთან ერთად, მოსწავლეები ინსტრუქტორებისგან დეტალურ ინფორმაციას იღებენ დრონების ფუნქციონირებისა და დანიშნულების შესახებ. თეორიული სწავლების შემდეგ კი მათ შესაძლებლობა ეძლევათ, პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ. პროექტში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საპატრიარქო. სამხედრო დისციპლინების გარდა, ბანაკს საპატრიარქოსთან არსებული თეატრალური დასი სტუმრობს და ბავშვებს შემეცნებით-საგანმანათლებლო წარმოდგენებს სთავაზობს. მოზარდებში საგანმანათლებლო შინაარსიის სპექტაკლები სულიერი ღირებულებების განმტკიცებას ისახავს მიზნად. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, პროექტს – „ჯარის ბანაკი“, მესამე წელია, ახორციელებს. პროექტი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი