შუამთობა 2025 ბეშუმში გრძელდება

03 აგვისტო 2025, 12:01 123 ნახვა

ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გრძელდება. აგვისტოს პირველი შაბათ-კვირა უკვე წლებია კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაულით აღინიშნება.

იმართება სხვადასხვა სპორტული თუ გასართობი აქტივობა, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი არის დოღი.

ადგილობრივებს საკუთარი ნაწარმი გამოაქვთ, იმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, მოწყობილია საბავშვო სივრცე, ფოტო ზონები, ტარდება კონცერტები.

შუამთობა საზეიმო ვითარებაში გუშინ გაიხსნა. ადგილობრივებს დღესასწაული საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი