საპროტესტო აქცია - მსვლელობა ბათუმში

03 აგვისტო 2025, 11:45 153 ნახვა

საპროტესტო აქცია ბათუმში მსვლელობით დაიწყო და ყოველდღიური აქციების ლოკაციაზე აჭარის მთავრობის სახლთან  დასრულდა. „ევროპული მარშის“ მონაწილეების მთავარი გზავნილი ამჯერად თვითმმართველობის არჩევნების მიმართ გამოცხადებული ბოიკოტი იყო, შეკრებილები კვლავ ითხოვდნენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას.

აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ. მათი თქმით ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში ჩაერთვება შეცდომას დაუშვებს. 

მმართველი გუნდის ოპონენტები და აქტივისტები თავდაპირველად, ბათუმის ცენტრალურ პარკთან შეიკრიბნენ და ბათუმის ქუჩებში შეძახილებით გადაადგილდებოდნენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი