ორი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან, რაჭაში პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა. მთავრობის წევრებმა ის ადგილი მოინახულეს, სადაც ტრაგედიას 33 ადამიანი ემსხვერპლა.
სასულიერო პირებმა კი დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.