აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დღეს ფოთს სტუმრობდა. ფოთის მერთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ფოთის ,,ახალი რაიონის” დევნილთა კომპაქტური ჩასახლება დაათვალიერა, სადაც შეხვდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას.
პირადად მოისმინა დევნილთა საჭიროებები, მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.