შოვის ტრაგედიის ადგილზე ეკლესია აშენდება

03 აგვისტო 2025, 18:01 139 ნახვა

ორი წელი შოვის ტრაგედიიდან. რაჭაში 2023 წლის 3 აგვისტოს მთებიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა 33 ადამიანი იმსხვერპლა, ტრაგედიის ადგილზე პრემიერი და მთავრობის სხვა წევრები მივიდნენ, სასულიერო პირებმა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილზე მოეწყობა მემორიალი, ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად ჩატარდება კვლევები, გამოიკვლევენ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს, რაც მისი თქმით რისკების პრევენციის საშუალებას მოგვცემს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი