FOOD & WINE FEST BATUMI 2025 წელს პირველად გაიმართა ბათუმში სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში ასამდე მეწარმეს მიეცა საშუალება საკუთარი კომპანიის თუ საოჯახო მეურნეობის ნაწარმი წარმოედგინა სტუმრებისთვის.
ევროპის მოედანზე, ფესტივალი ღვინოს, კულინარიას და კულტურას მიეძღვნა.
ფესტივალი სამ დღეს გრძელდებოდა და აერთინებდა ელიტარული ელექტრონული მუსიკის კონცერტებს, მრავალფეროვან საკვებს, ღვინის დეგუსტაციებს, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას და საგანმანათლებლო მასტერ-კლასებს.
ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოს კულტურის ცენტრია.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალის მთავარი მიზანია ტურისტული მიმზიდველობის ზრდა, მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარება.