ბათუმში, 800-მდე აბონენტს წყალი არ მიეწოდება. "ბათუმის წყლის" ინფორმაციით, მიზეზი მაგისტრალური მილის დაზიანებაა.
წყლის მიწოდება შეზღუდულია აკადემიკოს მამია კომახიძის ქუჩაზე, ასევე მის მიმდებარედ ლერმონტოვისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთზე.
"ბათუმის წყლის" ცნობით, ამ დრომდე უწყვეტად მიმდინარეობს დაზიანების აღდგენითი სამუშაოები. წყალმომარაგების აღდგენის სავარაუდო დროა 14:00 საათი.