ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება დღეიდანაა შესაძლებელი. განცხადებების მიღება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ ვებგვერდზე online.naec.ge-ზეა შესაძლებელი.
აპელაციის ვადა 6 აგვისტოს 18 საათზე იწურება. აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.
ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 50 ლარია, თუმცა ქულის ცვლილების შემთხვევაში აპლიკანტს თანხა უკან დაუბრუნდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები აპელაციის შემდეგ, სავარუდოდ, აგვისტოს მეორე ნახევარში გამოქვეყნდება.