დღეს ჩირუხში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
დღესვე დაგეგმილია ევროპაში ყველაზე გრძელი, ჩირუხის ორზოლიანი ზიპლაინის ოფიციალური გახსნა.
14:00 საათიდან დაიწყება ღონისძიების ოფიციალური ნაწილი და სიტყვით გამოსვლები.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ანსამბლები, ასევე ურსა და გორდელა. დასკვნით ნაწილში კი დიჯეი ჩიკი იზრუნებს სტუმრების განწყობაზე.