სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, ხოლო სხვა ორი ბრალდებული უკანონოდ ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.