დასკვნითი სხდომა მზია ამაღლობელის საქმეზე

04 აგვისტო 2025, 11:31 129 ნახვა

ერთ საათში ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება.  დღევანდელ პროცესზე დასკვნით სიტყვას თავად  მზია ამაღლობელი წარმოთქვამს.

შესაძლოა დღესვე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადოს. პარასკევს გამართულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით ისარგებლა დაცვის მხარემ, პროცესი თითქმის 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ადვოკატებმა მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი განცხადებით, მედიამენეჯერის საქმე პოლიტიკურია და ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. თავის მხრივ, პროკურატურა მზია ამაღლობელის ადვოკატებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს.

ადვოკატის მაია მწარიაშვილის განცხადებით, პროკურორების აღნიშნული შეთავაზება „სამართლებრივი მანიპულირებაა“. სხდომის პარალელურად სასამართლოსთან მიმდინარეობდა მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია. პროცესს ესწრებოდნენ სხვსადსხვა ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი-სალომე ზურაბიშვილი. 

გამოცემა „ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. იგი 12 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი