ჩირუხში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გრძელდება. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები ტარდება.
მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძების ფარგლებში გაიმართა სიტყვით გამოსვლები, ჩატარდება კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები, ასევე ურსა და გორდელა მიიღებენ მონაწილეობას.
დასკვნით ნაწილში კი დიჯეი ჩიკი იზრუნებს სტუმრების განწყობაზე.