ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთმა აქტივისტმა პერფორმანსი მოაწყო.
აქტივისტს სახეზე ბანერი ჰქონდა წარწერით – „თითოეულის პასუხისმგებლობაა, არ გავჩუმდეთ“. სასამართლოსთან ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.