სახელმწიფო ტყეში 50 კუბურ მეტრამდე მერქნის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა - სატყეო სააგენტო

05 აგვისტო 2025, 09:51 109 ნახვა

ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა აუდიტის და ტყითსარგებლობის დეპარტამენტების თანამშრომლებმა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, სახელმწიფო ტყეში, 50 კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის საშეშე მერქნის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.  გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 7 508,8 ლარი შეადგინა. 

სააგენტოს ცნობით, ცხრა პირის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში. 

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების - ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ.  ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა და უკანონო  ტყითსარგებლობასთან ბრძოლა  არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ამ  მიმართულებით  მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი