საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა 9 აგვისტომდე შენარჩუნდება - გარემო

05 აგვისტო 2025, 09:57 55 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, ზოგან 38- 40 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა.

"მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესის, ტყის ხანძრების რისკის და გვალვიანი პირობების ჩამოყალიბების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)"- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი