მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 22 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

05 აგვისტო 2025, 10:20 148 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 22 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.

შსს-ს ცნობით, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ერაყის, რუსეთის, ირანის, ინდოეთის, თურქეთის, ბულგარეთის, კამერუნის, იორდანის, თურქმენეთის, ყაზახეთის და კენიის - ჯამში 22 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი